The Lake Logo

News / ჯამურად $50 მილიონამდე ინვესტიციას ვუყურებთ - როგორია Placemakers-ის პროექტ The Lake-ის ვადები?

20.11.2025

ჯამურად $50 მილიონამდე ინვესტიციას ვუყურებთ - როგორია Placemakers-ის პროექტ The Lake-ის ვადები?

Placemakers-ის ფინანსური დირექტორი და პარტნიორი ზურა ფიჩხაია ამბობს, რომ ლისის ტბაზე მიმდინარე პროექტის საინვესტიციო ღირებულება, რომელიც ახალი პრესტიჟული უბნის მოწყობას ითვალისწინებს, 50 მილიონი დოლარია. მან პროექტის შესახებ ბიზნესის კვირეულის ეთერში ისაუბრა.

ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია Placemakers-ი პირველ პროექტს ლისის ტბაზე ახორციელებს. The Lake ახალი უბანია, რომელიც კერძო სახლებსა და The Lakehouse-ის კონცეფციას გააერთიანებს - შენობის, რომელიც როგორც პროექტისთვის, ასევე მთლიანად ქალაქისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა გახდეს.

ზურა ფიჩხაიას თქმით, The Lake-ის უბანში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. რაც შეეხება ვადებს, პროექტის ინფრასტრუქტურული მშენებლობის პირველი ფაზა 2026 წელს დასრულდება, საბოლოო სამუშაოები კი - 2028-2029 წლებში.

დავიწყეთ მიწის ნაკვეთების გაყიდვით. შინაარსი არის, რომ ვინც მიწის ნაკვეთს ყიდულობს, ძალიან მკაცრ ჩარჩოებში უნდა აშენდეს სახლები, ისე რომ უბნის ერთიანობა არ დაირღვეს. ვადების მხრივ ვუყურებთ, რომ 2028-2029-ში დასრულდება მთლიანად პროექტი, ანუ უკვე განაშენიანება დასრულდება, ხალხი შესახლდება. პირველი ფაზის ინფრასტრუქტურა უკვე ამ ზაფხულს გვექნება სრულად დასრულებული, თუმცა, რაღაც დრო დასჭირდება, რომ სახლები აშენდეს და ხალხმა ცხოვრება დაიწყოს შიგნით.

საკმაოდ მსხვილი პროექტი გამოვიდა, ჯამურად სადღაც 50 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ვუყურებთ საბოლოო ჯამში. საკმაოდ კარგი პარტნიორებიც გვყავს ამ მხრივ. TBC ბანკი გვაფინანსებს, ასევე გვყავს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორები. ძლიერი გუნდი შეიკრა, როგორც ფინანსური მხრივ, ისე შემსრულებელი გუნდის მხრივაც და მოკლედ, საინტერესო პროექტი გამოგვდის,- ამბობს ზურა ფიჩხაია.

კომპანიის პარტნიორი და ფინანსური დირექტორი განმარტავს, რომ Placemakers-ის მთავარი მოტივაცია დედაქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს განსხვავებული ცხოვრების სტილის შექმნაა.

ძალიან საინტერესო გუნდი გვყავს, რომელიც მონდომებულია და ყველას მოტივაციაა, რომ შევქმნათ ისეთი ადგილი, გარემო, დეველოპმენტი, რომელიც სასახელო და თითით საჩვენებელი იქნება. ამ მოტივაციითა და შთაგონებით მუშაობს ყველა.

გვინდა შევქმნათ განსხვავებული ცხოვრების სტილი. რადგან როცა ტბაზე ცხოვრობ, შენ უბრალოდ სახლს კი არ ყიდულობ, არამედ მთლიანად ცხოვრების სტილს. იქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობა, სერვისი. ფაქტობრივად ცხოვრობ ქალაქის გულში, ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონაში, მაგრამ თან ცხოვრობ ძალიან თანამედროვე პროექტში. ჩვენი გუნდი ამას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, - აცხადებს ზურა ფიჩხაია.

Video thumbnail