
ცხოვრების სტილი
კეთილდღეობა ჩვენი ძირითადი ღირებულება
ეს არის მშვიდი, პრესტიჟული უბანი: ვილებით (500–800 კვ.მ) და კერძო სახლებით (200–400 კვ.მ) – შექმნილი მათთვის, ვინც განსაკუთრებულად აფასებს კომფორტს, ესთეტიკასა და მყუდროებას.
ცხოვრება ბუნებაში
მდებარეობს თბილისის მთავარ სარეკრეაციო ზონაში, მთის რელიეფით გარშემორტყმული, ლისის ტბის ხედებით. აქ ყოველი დღე სუფთა ჰაერით, გაშლილი სივრცეებითა და ბუნების მშვიდი რიტმით იწყება, თუმცა ქალაქის რითმი სულ რამდენიმე წუთის სავალზეა

გარემო
ლანდშაფტში ჰარმონიულად არის ინტეგრირებული დეკორატიული წყლის ბილიკი, თვალწარმტაცი საფეხმავლო ბილიკები და სამთო ველო-ტრასები. უბანი მდებარეობს ისეთ ინფრასტრუქტურის გულში სადაც განლაგებულია ყველაზე რეიტინგული სკოლები, სპორტული აქტივობები, იპოდრომი სადაც შესაძლებელია ცხენის დაქირავება და ჯირითი.

ხელოვნება და კულტურა
მრავალფუნქციური სივრცე თანამედროვე ხელოვნების გამოფენებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის, სადაც წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების კურირებული გამოფენები და პერფორმანსები იმართება.

თევზაობა
მათთვის, ვისაც ტბის პირას მშვიდი დასვენება და ადგილობრივი უნიკალური სახეობების აღმოჩენა სურს, ხელმისაწვდომია თევზაობისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობა.

სპორტი
აქ ბუნება თქვენი სათამაშო მოედანია. ისეირნეთ მთის ველოსიპედით ბორცვებზე, აღმოაჩინეთ უგზოობის ბილიკები, ითამაშეთ პადელი ან გაჰყევით ტბის გარშემო არსებულ ველო-ბილიკს

განათლება
რამდენიმე წუთის სავალზეა მაღალი რეიტინგის მქონე კერძო სკოლები და საბავშვო ბაღები, რაც ოჯახებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის.
