The Lake Logo

სიახლეები / რას წარმოადგენს არქიტექტორული კომპანია სნოჰიტა, რომელიც Placemakers-ის პროექტზე The Lake მუშაობს?

20.11.2025

Placemakers-ის პროექტ The Lake-ზე ნორვეგიაში დაფუძნებული არქიტექტურული კომპანია სნოჰიტა მუშაობს.

ქართული დეველოპერული კომპანია Placemakers-ი პირველ პროექტს ლისის ტბაზე ახორციელებს. The Lake ახალი პრესტიჟული უბანია, რომელიც კერძო სახლებსა და The Lakehouse-ის კონცეფციას გააერთიანებს - შენობის, რომელიც როგორც პროექტისთვის, ასევე მთლიანად ქალაქისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა გახდეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონი დოლარია. The Lake-ის უბანში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. პროექტის ინფრასტრუქტურული მშენებლობის პირველი ფაზა 2026 წელს დასრულდება, მობინადრეებს კი თავიანთ სახლებში ცხოვრების დაწყება 2029 წლიდან შეეძლებათ.

რაც შეეხება ნორვეგიულ კომპანიას, მისი პორტფოლიო მსოფლიო მასშტაბით ისეთ პროექტებს მოიცავს, როგორიცაა: THE NORWEGIAN NATIONAL OPERA & BALLET, BIBLIOTHECA ALEXANDRINA, 9/11 MEMORIAL & MUSEUM, TIMES SQUARE RECONSTRUCTION PROJECT, SAN FRANCISCO MUSEUM OF MODERN ART და ა.შ.

თუ როგორ მოხდა ნორვეგიული კომპანიის ქართულ პროექტში ჩართვა, ამაზე Placemakers-ის მმართველმა პარტნიორმა, ნოდარ ადეიშვილმა ბიზნესის კვირეულის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სნოჰიტა მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორული კომპანია.

მათ არაერთი საერთაშორისო პროექტი განუხორციელებიათ. თავიდანვე გვქონდა განსაზღვრული, რომ საერთაშორისო არქიტექტორები გვყოლოდა რაღაც ელემენტით ჩართული პროექტში. სნოჰიტასთან დაკავშირება მოხდა ჩემი მეგობრის მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეველოპერია ნორვეგიაში. ორ დღეში ქოლი ჩანიშნული იყო და მათი მხრიდანაც ინტერესი იყო გამოხატული, რომ საქართველოში პროექტი განეხორციელებინათ...,- ამბობს ნოდარ ადეიშვილი.

კითხვას, რატომ სნოჰიტა, ნოდარ ადეიშვილი ასე პასუხობს: გვინდოდა, ახალი ხედვა შემოგვეტანა ქართულ ბაზარზე, ისეთი კომპანია შემოსულიყო, რომელიც პირველ ნაბიჯს გადადგამდა ჩვენთან ერთად ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე და შესაბამისად, ახალი მოთამაშე გაჩენილიყო თბილისისთვის, შექმნილიყო ახალი პროექტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს და პროექტებს შორის მოექცეოდა,- განმარტავს Placemakers-ის მმართველი პარტნიორი.

Video thumbnail