The Lake Logo

სიახლეები / ურბანული კუთხით მთლიანი უბანი [The Lake] ერთიანი კონცეფციით იქნება გადაწყვეტილი - ნოდარ ადეიშვილი

19.11.2025

ურბანული კუთხით მთლიანი უბანი [The Lake] ერთიანი კონცეფციით იქნება გადაწყვეტილი - ნოდარ ადეიშვილი

Placemakers-ის მმართველი პარტნიორი ნოდარ ადეიშვილი ამბობს, რომ ურბანული კუთხით მთლიანი უბანი ერთიანი კონცეფციით იქნება გადაწყვეტილი, რელიეფი კი საშუალებას იძლევა, რომ The Lake-ში თითოეულ სახლს ჰქონდეს შესანიშნავი ხედი როგორც ტბაზე, ასევე გარშემო ბუნებაზე. მან ამის შესახებ ბიზნესის კვირეულის ეთერში განაცხადა, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრა.

ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია Placemakers-ი პირველ პროექტს ლისის ტბაზე ახორციელებს. The Lake ახალი პრესტიჟული უბანია, რომელიც კერძო სახლებსა და The Lakehouse-ის კონცეფციას გააერთიანებს - შენობის, რომელიც როგორც პროექტისთვის, ასევე მთლიანად ქალაქისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა გახდეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონი დოლარია. The Lake-ის უბანში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. პროექტის ინფრასტრუქტურული მშენებლობის პირველი ფაზა 2026 წელს დასრულდება, მობინადრეებს კი თავიანთ სახლებში ცხოვრების დაწყება 2029 წლიდან შეეძლებათ.

ნოდარ ადეიშვილმა ბიზნესის კვირეულთან ასევე ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა კომპანია Placemakers-ის ბრენდი: სახელწოდება მოდის Placemaking-ის შინაარსიდან, ეს დეველოპმენტის თვალსაზრისით შემდეგნაირად განიმარტება - Placemaking-ი არის კონკრეტული ადგილის შექმნა გარკვეული სთეიქჰოლდერების გაერთიანებით, რომელიც ორიენტირებულია ღირებულებების შექმნაზე, არამარტო მის მომხმარებელზე, არამედ გარშემომყოფებზეც და სწორედ Placemaking-იდან გაჩნდა იდეა, რომ კომპანიის სახელწოდება Placemakers-ი ყოფილიყო. მთავარი აზრი გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანები ქმნიან ამ ყველაფერს და კომპანიის სახელიც გვინდოდა, რომ ადამიანებზე ორიენტირებული ყოფილიყო,- ამბობს ნოდარ ადეიშვილი.

რაც შეეხება კომპანიის პირველ პროექტს, როგორც ის აღნიშნავს, სურდათ ურბანული ტიპის განვითარების პროექტი განეხორციელებინათ, რომელმაც საბოლოოდ ლისის ტბაზე, პროექტ The Lake -ის სახე მიიღო. ნოდარ ადეიშვილმა იმ მახასიათებლებზე გაამახვილა ყურადღება, რაც პროექტს განსაკუთრებულს ხდის.

მნიშვნელოვანია, რომ ურბანული კუთხით, მთლიანი უბანი იქნება გადაწყვეტილი ერთიან ფერებში, ერთიანი კონცეფციით, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მთლიანი ტერიტორია როგორც განვითარდება, შერწყმული იქნება ბუნებასთან.

თვითონ მთის რელიეფი იძლევა იმის საშუალებას, რომ აბსოლუტურად ყველა სახლს ჰქონდეს ხედი როგორც ტბაზე, ისევე გარშემო არსებულ ტერიტორიაზე. ბევრი პროექტი ამის საშუალებას არ იძლევა. უნდა აღინიშნოს ქართველი არქიტექტორი ვახტანგ ვისოცკი, რომელიც არის ჩართული და მასთან ერთად არაერთ პროექტზე გვიმუშავია, მათ შორის ლისზე, რა თქმა უნდა, უდიდესი ნაწილი მის მიერ არის შექმნილი არქიტექტურული პროექტები და გვიხარია, რომ ახლაც ვთანამშრომლობთ მასთან აღნიშნულ პროექტის ფარგლებში,- ამბობს Placemakers-ის მმართველი პარტნიორი BMGTV-ის გადაცემაში ბიზნესის კვირეული.

მისივე თქმით, კომპანიას როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო პარტნიორები ჰყავს.

ჩვენთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია, რომ გვყავს აფხაზი პარტნიორი, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროექტში. ქართველებთან ერთად უნდა აღინიშნოს ინდოელი პარტნიორი, რომელიც ასევე დეველოპმენტით არის ინდოეთში დაკავებული და მისთვის ეს პირველი ინვესტიციაა საქართველოში და ფიქრობს, რომ კიდევ გააფართოოს, განხილვის პროცესში ვართ. ინტერესი გამოთქვა ჩვენმა სამხრეთ აფრიკელმა მეგობარმაც, რომ პარტნიორი გახდეს ჩვენი პროექტის და ისიც ასევე დეველოპმენტით არის დაკავებული სამხრეთ აფრიკაში და პირველი ინტერესი გამოთქვა ქართულ ბაზარზე. ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯი იქნება და ამ გუნდთან ერთად და ამ პარტნიორებთან ერთად თბილისს და საქართველოს ახალ პროექტებს აუცილებლად შევთავაზებთ,- აღნიშნავს ნოდარ ადეიშვილი.

Video thumbnail