სიახლეები / $50-მილიონიანი ინვესტიციით, Placemakers-ი ლისზე პრესტიჟული საცხოვრებელი უბნის პროექტს - The Lake - იწყებს
02.11.2025

ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია Placemakers-ი პირველ პროექტს ლისის ტბაზე ახორციელებს. The Lake ახალი პრესტიჟული უბანია, რომელიც კერძო სახლებსა და The Lakehouse-ის კონცეფციას გააერთიანებს - შენობის, რომელიც როგორც პროექტისთვის, ასევე მთლიანად თბილისისთვის, მიზიდულობის ახალი ცენტრი უნდა გახდეს. დეველოპერული კომპანიის გეგმებზე ბიზნესის კვირეულის ეთერში ნოდარ ადეიშვილმა და ზურაბ ფიჩხაიამ ისაუბრეს.
Placemakers-ის ახალი უბანი The Lake, მთლიანი უბანი ერთი კონცეფციით, ერთ ფერებში იქნება გადაწყვეტილი, გვექნება შესაძლებლობა, რომ მთლიანი ტერიტორია, მთა, სრულად იქნას შერწყმული ბუნებასთან და გარემოსთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ მთის რელიეფი შესაძლებლობას გვაძლევს, თითოეულ სახლს ჰქონდეს შესანიშნავი ხედი როგორც ტბაზე, ასევე გარშემო ბუნებაზე, რის საშუალებასაც ბევრი პროექტი არ იძლევა. ძალიან გვიხარია, რომ The Lake-ზე ქართველ არქიტექტორთან, ვახტანგ ვისოცკისთან ვთანამშრომლობთ, - ამბობს Placemakers-ის მმართველი პარტნიორი ნოდარ ადეიშვილი BMGtv-ის გადაცემაში ბიზნესის კვირეული.
კომპანიის პარტნიორი და ფინანსური დირექტორის ზურა ფიჩხაიას განმარტებით, Placemakers-ის მთავარი მოტივაცია დედაქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს განსხვავებული ცხოვრების სტილის შექმნაა.
ძალიან საინტერესო გუნდი გვყავს, რომელიც მონდომებულია და როგორც ყველას მოტივაციაა, რომ შევქმნათ ისეთი ადგილი, ისეთი გარემო, ისეთი დეველოპმენტი, რომელზეც ბევრი წლის მერეც ხალხი იტყვის, რომ, აი, ეს ვინ გააკეთაო. გვსურს შევქმნათ ისეთი უბანი, რომელიც ისეთი სასახელო იქნება და თითით საჩვენებელი იქნება, როგორი კარგიაო. ამ მოტივაციითა და ამ შთაგონებით მუშაობს ყველა.
გვინდა შევქმნათ განსხვავებული ცხოვრების სტილი. რადგან როცა ტბაზე ცხოვრობ, შენ უბრალოდ სახლს კი არ ყიდულობ, არამედ მთლიანად ცხოვრების სტილს. იქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობა, ბევრი სხვადასხვა სერვისი. ფაქტობრივად ცხოვრობ ქალაქის გულში, ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონაში, მაგრამ თან ცხოვრობ ძალიან თანამედროვე პროექტში. ჩვენი გუნდი ამას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, - ამბობს ზურა ფიჩხაია.
დამფუძნებლების თქმით, პროექტზე ქართველი და უცხოელი პარტნიორები მუშაობენ, ჯამური ინვესტიცია კი $50 მილიონს აღწევს.
საკმაოდ მსხვილი პროექტიც გამოვიდა, 50 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ვუყურებთ, საბოლოო ჯამში. საკმაოდ კარგი პარტნიორებიც გვყავს ამ მხრივ. გვაფინანსებს თიბისი ბანკი, ასევე გვყავს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებიც; ძლიერი გუნდი შეიკრა, როგორც ფინანსური , ასევე შემსრულებელი გუნდის მხრივ და საინტერესო პროექტი გამომდის საბოლოო ჯამში, - ამბობს ზურა ფიჩხაია.
ჩვენთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ქართველი აფხაზი პარტნიორი, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროექტში. ქართველებთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ინდუსი პარტნიორიც გვყავს, რომელიც ასევე დეველოპმენტით არის ინდოეთში დაკავებული და მისთვის ეს პირველი ინვესტიციაა საქართველოში. განხილვის პროცესში ვართ ჩვენს სამხრეთ აფრიკელ მეგობარტანაც, რომელმაც ასევე პირველი ინტერესი გამოთქვა ქართულ ბაზარზე, რომ მიიღოს მონაწილეობა თავისი სახსრებით და ვფიქრობ, რომ ეს პირველი ნაბიჯი იქნება - ამ გუნდთან და ამ პარტნიორებთან ერთად თბილისს და საქართველოს ახალ პროექტებს აუცილებლად შევთავაზებთ, - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა.
რაც შეეხება პროექტის მთავარ მიზიდულობის ცენტრს, The Lakehouse-ს, მასზე გამორჩეული ნორვეგიული არქიტექტურული კომპანია Snøhetta იმუშავებს. დამფუძნებლის განმარტებით, პროექტის მთავარ ინფრასტრუქტურას არა დამხმარე, არამედ ძირითადი ფუნქცია ექნება, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც კომპლექსის ბინადრების, ასევე სტუმრების მომსახურებაზე. პროექტის ცენტრალაურ ტერიტორიაზე, Lakehouse-ში განთავსდება რესტორნები, აუზი, სპა, სავარჯიშო დარბაზი და საოფისე სივრცეები.
გვინდოდა, რომ ახალი ხედვა შემოგვეტანა ქართულ ბაზარზე, რომ ისეთი არქიტექტურული კომპანია შემოსულიყო, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველ ნაბიჯს ჩვენთან ერთად გადადგამდა, არათა შექმნილიყო კიდევ ახალი პროექტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებდა. ნორვეგიელები ძალიან ახლოს არიან ბუნებასთან და ეს პროექტიც ხომ ქალაქის გულშია, ტბაზეა, ბუნებასთან ახლოს. ამ შინაარსთან ძალიან ახლოს იდგა Snøhetta-ს გუნდი, - ამბობს ზურა ფიჩხაია.
The Lake-ის უბანში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. პროექტის ინფრასტრუქტურული მშენებლობის პირველი ფაზა 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მობინადრეებს კი თავიანთ სახლებში ცხოვრების დაწყება 2029 წლიდან შეეძლებათ.