სიახლეები / The Lake-ის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება - ნოდარ ადეიშვილი
27.02.2026

კომპანია Placemakers-ი ლისის ფერდობზე ანვითარებს საცხოვრებელ უბანს, სახელწოდებით The Lake. ეს პროექტი განსაკუთრებულად მიმზიდველია მათთვის ვისაც ბუნებასთან სიახლოვე და სიმშვიდე იზიდავს.
უბნის მნიშვნელოვანი ნაწილია Lake House-ი, რომელიც კომპლექსის მთავარი შეკრების ადგილია. მისი კონცეფცია განსხვავდება ქალაქის სხვა პროექტებისგან. Lake House-ი მოიცავს რესტორანს, კაფეს, საგამოფენო სივრცეს, სპორტულ დარბაზს, აუზს, სპას და დამატებით სერვისებს. კლუბის წევრებისათვის განკუთვნილი იქნება ბიზნეს ლაუნჯი.
The Lake-ის პროექტისთვის მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაცია და სწორედ ამიტომ, არქიტექტურული კომპანია Snøhetta მოიწვიეს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ არქიტექტურულ სტუდიას ეკუთვნის ისეთი შთამბეჭდავი ნაგებობები, როგორიცაა ოსლოს ოპერა, 11 სექტემბრის მემორიალი, პეკინის ბიბლიოთეკა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. Snøhetta-სთვის ეს პირველი პროქტია ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, რაც Placemakers-ის პროექტს გამორჩეულს ხდის. ნორვეგიული არქიტექტურული კულტურა ბუნებასთან ახლო კავშირშია – სწორედ ამ ღირებულებამ დაუდო საფუძველი ორი კომპანიის თანამშრომლობას.
The Lake-ის განვითარებაზე, მის უნიკალურ მახასიათებლებსა და სამომავლო გეგმებზე Placemakers-ის გუნდის წევრები გვესაუბრებიან.
M: როგორ დაიბადა Placemakers-ის ჩამოყალიბების იდეა და როგორ შეიქმნა გუნდი?

ნოდარ ადეიშვილი, დამფუძნებელი: Placemakers-ი დაიბადა იდეიდან დაგვეფუძნებინა კომპანია, რომლის პროექტები ღირებული იქნებოდა საზოგადოებისთვის, მომხმარებლისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის. ფლეისმეიქერების გუნდის სახით, შევიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ბევრი წარმატებული პროექტი გვაერთიანებს, გვაქვს ერთიანი ხედვა და ერთი მიზნისკენ მივისწრაფით.
M: რა გამოცდილებას ქმნის The Lake ბინადრებისთვის და როგორ ცვლის ეს პროექტი წარმოდგენას თანამედროვე საცხოვრებელზე?
ნოდარ ადეიშვილი: The Lake არის გამოცდილება, სადაც ქალაქის დინამიკა და ბუნების სიმშვიდე ჰარმონიულად თანაარსებობს. ტბასთან სიახლოვე, ულამაზესი პანორამული ხედები, პრემიუმ კლასის სერვისები და თანამედროვე არქიტექტურა ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის.
ამ ხედვითა და კონცეფციით გადავწყვიტეთ, შეგვექმნა უბანი, რომელიც ადამიანისთვის სრულყოფილი საცხოვრებელი გარემო იქნება. ჩვენთვის უმთავრესია ბალანსის შენარჩუნება არქიტექტურასა და ბუნებას შორის. ამ გამოწვევის გადასალახად ვითანამშრომლეთ ისეთ საერთაშორისო არქიტექტურულ კომპანიასთან, როგორიცაა Snøhetta და ქართველ არქიტექტორ ვახტანგ ვისოცკისთან. მათი ხედვა ბუნებასთან შერწყმის იდეას სრულად ეხმიანება.

M: როგორ აფასებთ The Lake-ის ეკონომიკურ პოტენციალს და მის გავლენას რეგიონის განვითარებაზე?
ზურა ფიჩხაია, ფინანსური დირექტორი: საინვესტიციო თვალსაზრისით, The Lake ახალ შესაძლებლობებს შექმნის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტში ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი იზიდავს საერთაშორისო პარტნიორებსა და ინვესტორებს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დედაქალაქის საინვესტიციო რეპუტაციას.
M: რით გამოირჩევა და რა ინოვაციურ მიდგომებს იყენებს Placemakers პროექტის განხორციელებაში?
ზურა ფიჩხაია: The Lake-ს ვაშენებთ ისე, რომ ყველაფერი ემსახურებოდეს მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას. ინფრასტრუქტურა, არქიტექტურული სივრცის ბუნებასთან შერწყმა და ეკომეგობრული ხედვა, ესაა ჩვენი მთავარი პრინციპები. ჩვენ ვქმნით უბანს, სადაც ცხოვრება, დასვენება და მომსახურება ერთი ორგანიზმია.
The Lake-ის უნიკალურობა ისაა, რომ აქ მთავარი ფოკუსირება კომფორტსა და ბუნებაზეა აგებული. ხედები, არქიტექტურა და გარემო ქმნის განცდას, რომ ცხოვრობ თბილისში, მაგრამ ქალაქის ხმაურს მიღმა. თითოეული ელემენტი LakeHouse-იდან ვილებამდე – გათვლილია და მორგებული ყოველდღიურ საჭიროებებზე. სწორედ ეს არის ნამდვილი განსხვავება.

M: რატომ უნდა ავირჩიო The Lake-ში ცხოვრება?
მარიამ ბერუჩაშვილი, გაყიდვების ხელმძღვანელი: The Lake არის გამორჩეული პროექტი ქალაქში. ეს არის მშვიდი, ბუნებასთან სინთეზში მყოფი უბანი, შთამბეჭდავი ხედებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ სრულიად განსხვავებული საცხოვრებელი სივრცე, სადაც თითოეული დეტალი განისაზღვრება თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებით: ფუნქციური განლაგებით, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით, დასვენებისა და აქტიური ცხოვრებისთვის განკუთვნილი სივრცეებით. სწორედ ამ ელემენტების ჰარმონიული შერწყმა ქმნის იმ უნიკალურ კომბინაციას, რის გამოც The Lake მრავალი ადამიანისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილად იქცევა.
პროექტი 14 ჰექტარზე ვითარდება, რომელიც მოიცავს პრივატულ სახლებს,მიწის ნაკვეთებს და ვილებს.
გაყიდვები რამდენიმე ეტაპად გვაქვს გაყოფილი. პირველ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ მიწის ნაკვეთებს, სადაც შეძლებენ კომპანიის მიერ დაწესებული რეგულაციების გათვალისიწნებით განახორციელონ საკუთარი სახლის არქიტექტორული პროექტი.
როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტი მოიცავს პრივატულ სახლებს და ვილებს, რომლის მთავარი უპირატესობაა პანორამული ხედი ტბაზე თითოეული ნაკვეთიდან.
Private House არის განსაკუთრებული კონცეფციის პროდუქტი, სადაც პრივატულობა დაცულია, რაც მას სხვა მშენებლობებისგან განასხვავებს.
კომპანია უზრუნველყოფს უბნის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას და მესაკუთრეს შემოღობილ და კომუნიკაციებით გამართულ ნაკვეთს გადასცემს.
Placemakers-ის იდეოლოგია ეფუძნება ადგილსა და ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას. რაც თავისთავად გულისხმობს ინდივიდუალურ შეთავაზებებს და განასკუთრებულ საცხოვრებელ პირობებს.

M: როგორ შეარჩიეთ The Lake-ის დიზაინის კონცეფცია და რა ელემენტები გამოარჩევს მას?
ნინო მშველიძე, დიზაინერი: ჩვენი მიზანია, არქიტექტურა მაქსიმალურად ერწყმოდეს გარემოს და ექსტერიერი შემოდიოდეს ინტერიერში. The Lake-ის დიზაინის კონცეფცია უშუალოდ ადგილმდებარეობიდან დაიბადა – სივრცის ხასიათი ტბისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გარემომ განსაზღვრა.
დიზაინში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სისადავესა და მინიმალიზმზე, სადაც ყოველი ხაზი და ფორმა ემსახურება სიმშვიდესა და ფუნქციურობას. ინსპირაცია ბაუჰაუსის ეპოქიდან ავიღეთ – მკაფიო გეომეტრია და ბუნებრივი მასალები, რომლებიც ესთეტიკასა და ფუნქციურობას ჰარმონიულად აერთიანებს.

M: რას ეფუძნება The Lake-ის სანდოობა და როგორ უზრუნველყოფთ მისი ღირებულების ზრდას დროთა განმავლობაში?
მარიკა ფალიანი, ფინანსური ხელმძღვანელი: Placemakers-ის გუნდის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტები წარმოადგენს ფინანსურად უსაფრთხო და სტაბილურად მზარდი ინვესტიციის გარანტიას. ამას განაპირობებს პროექტის სწორად შემუშავებული კონცეფცია, რომელიც მოიცავს საერთაშორისო არქიტექტორებთან კოლაბორაციას და ფინანსურად სტაბილურ პარტნიორებს. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, პროექტს კიდევ უფრო ღირებულად აქცევს.

M: რა უახლესი მშენებლობის სტანდარტები და მდგრადი მეთოდები გამოიყენება The Lake-ის მშენებლობაში?
ბესო თულაშვილი, სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელი: პროექტი მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება. პროცესში ჩართულები არიან არქიტექტორები, ინჟინრები და სამშენებლო კომპანიები, რომელთაც მდიდარი გამოცდილება აქვთ თანამედროვე და პრემიუმ კლასის ობიექტების შექმნაში.
მშენებლობა ეფუძნება ენერგოეფექტური მასალების გამოყენებას და ეკოლოგიის დაცვაზე მორგებულ ტექნოლოგიებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი სივრცის შექმნას.

M: რა ეტაპზეა ამჟამად The Lake და რა სამომავლო გეგმები გაქვთ პროექტის განვითარებისთვის?
ნიკოლოზ უგულავა, პროექტის ხელმძღვანელი: ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და კომუნიკაციების მოწყობა. ეს ის საბაზისო სამუშაოებია, რის შემდეგაც მოგვეცემა საშუალება დავიწყოთ სახლების პროექტირება და უშუალოდ, მშენებლობა.
პროცესები გეგმის შესაბამისად ვითარდება და მიზნად გვაქვს, მოკლე ვადაში ისე განვავითაროთ ტერიტორია, რომ ორი წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბოთ სრულფასოვანი საცხოვრებელი უბანი – თანამედროვე სტანდარტებით, კომფორტული პირობებითა და სრულად გამართული ინფრასტრუქტურით.

M: რას ნიშნავს იყო ფლეისმეიქერი?
ზინკა ბოროდკინა, მარკეტინგის ხელმძღვანელი: ფლეისმეიქერი არის ის, ვინც სივრცეს მნიშვნელოვნად აქცევს! ის ქმნის გარემოს, რომელიც აერთიანებს ბუნებას, არქიტექტურას და ადამიანებს საერთო მიზნისთვის – სრულფასოვანი საცხოვრებელი გამოცდილების მისაღებად. ამაზე კი ამ პროექტში იზრუნებს Lake House, რომელიც ყველა ამ ელემენტს ჰარმონიულად გააერთიანებს.
ფლეისმეიქერობა ჩვენთვის ნიშნავს მომავლის ხედვისა და ცხოვრების სტილის ფორმირებას! სივრცის შექმნის გარდა, ეს გახლავთ იმ ატმოსფეროსა და ემოციის დანერგვა, სადაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უნიკალური გამოცდილება ჩვენ მიერ შემოთავაზებული კონცეფციის მეშვეობით.

M: როგორ მოახერხეთ ბუნებრივი გარემოს ჰარმონიულად შერწყმა თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებთან The Lake-ის პროექტში?
ვახტანგ ვისოცკი, არქიტექტორი: მოხერხებული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია არქიტექტურისა და ბუნების სწორად დაბალანსებული ურთიერთობა. პროექტზე მუშაობისას ვითვალისწინებ, რომ ნაგებობა იყოს რაც შეიძლება ნაკლებად ინვაზიური გარემოსთან მიმართებაში. ვცდილობ, მაქსიმალურად შევინარჩუნო ბუნებრივი რელიეფი და მინიმალურად შევეხო მას.
ბუნებრივი განათებისთვის დიდ ვიტრაჟებს ვიყენებ, რითაც გარემო ინტერიერში შემომყავს. სხვა სიტყვებით, ინტერიერსა და ექსტერიერის შორის საზღვრის მინიმუმამდე დაყვანას ვცდილობ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მასალები ბუნებრივი იყოს და ფასადის ფერები გარემოს ერწყმოდეს.
როცა საქმე ქალაქის განაშენიანებას ეხება, შენობებს შორის არსებული სივრცე უმნიშვნელოვანესია. სწორი დაგეგმარება საშუალებას იძლევა, ადამიანისთვის მეტი მწვანე საფარი და მეტი კომფორტი შეიქმნას.