
ნიკოლოზ ჯაფარიძე დაიბადა თბილისში, საქართველოში, 1974 წელს. არქიტექტურას სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ კი 1997 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. მისი სადოქტორო ნაშრომის თემა იყო „მინიმალური საცხოვრებელი ექსტრემალური სიტუაციებისთვის“. შემდგომში სწავლა განაგრძო დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტში პარიზში, ხოლო 2002 წელს საკუთარი არქიტექტურული სტუდია დააარსა.
მის სტუდიას ეწოდებოდა AMC - Architecture, Music, Cinematography, რომელმაც ოცზე მეტი არქიტექტურული პროექტი და სხვადასხვა კოლაბორაცია განახორციელა.
2006 წელს ნიკოლოზ ჯაფარიძე ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუშაობდა ორ ბრიტანულ არქიტექტურულ კომპანიაში: KPF-ში, Park City Development-ის პროექტზე, და EPR Architects-ში Poole Quayside Housing Development-ის პროექტზე.
შემდგომში გახდა Office for Metropolitan Architecture (OMA)-ს უფროსი არქიტექტორი როტერდამში. მისი საქმიანობა მოიცავდა ისეთ პროექტებს, როგორებიცაა მაღალი საცხოვრებელი კოშკები და ახალი მასტერპლანი დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე Zayed Stadium-ის რეკონსტრუქციის კონკურსი აბუ-დაბიში.
არის RMIT-ის PhD კანდიდატი.
მის ბოლო პერიოდის გამორჩეულ პროექტებს შორისაა: Prosecutor's Office, Lazika Town Hall, National Olympic Committee House, House of Justice, 12 HayHill Club, Bridge Street Development, Nine Elms Bridge, Hanging Gardens of Birmingham, Pharmaceutical HQ, Tatlin Apartments და Lisi Garden House.
ამჟამად ნიკოლოზ ჯაფარიძე არის AI-ის დირექტორი ლონდონსა და თბილისში.