





ვილების კოლექცია
ექვსი არქიტექტორი · შვიდი ვილა · ლისის ტბა, თბილისი
ვილები და კერძო სახლები
ექვსი არქიტექტორი. ერთი ლანდშაფტი.
The Lake 90 ვილისგან შემდგარი კერძო უბანია ლისის ტბის თავზე, დაახლოებით 14-ჰექტრიან ფერდობზე, თბილისის ცენტრიდან მანქანით ათ წუთში. უბანი ერთიან ეკოსისტემად არის დაგეგმილი, ერთი არქიტექტურული ენით, მასალების ერთი პალიტრითა და რელიეფის ერთი ლოგიკით: სახლები ფერდობს არ ასწორებს, არამედ მასში ჩაშენებულია, ამიტომ თითოეულიდან ტბა ჩანს. ვილების კოლექციისთვის Placemakers-მა ექვსი არქიტექტორი გააერთიანა და თითოეულმა ერთსა და იმავე ფერდობს საკუთარი ენით უპასუხა: წრიული სახლი მოლივლივე სახურავის ქვეშ, ფერდობში ჩაჭრილი ბეტონის ორი სიბრტყე, ქართული იდენტობით შთაგონებული შიდა ეზოიანი სახლი, მომრგვალებული ხის მოცულობები მინის ფუძეზე, ორი ბაღის სახლი მწვანე ღობის მიღმა და რელიეფის გასწვრივ ჩაწოლილი კერძო სახლების რიგი.
- არქიტექტორი
- 6
- ვილის პროექტი
- 7
- ჰექტარი
- 14
- თბილისის ცენტრამდე
- 10წთ
კოლექცია
აირჩიეთ ვილა და ნახეთ პროექტი, არქიტექტორი, გეგმები და ფართები, ასევე რენდერების სრული გალერეა.
კოლექცია მასტერპლანზე
ექვსი ვილის პროექტი ერთად, ქვედა ბლოკშია განთავსებული, The Lake-ის შესასვლელთან ახლოს. კერძო სახლები მათ ზემოთ, B რიგს მიუყვება. აირჩიეთ ნაკვეთი და გაიხსნება შესაბამისი ვილის გვერდი.
იპოვეთ თქვენი ვილა
დაათვალიერეთ ნაკვეთები მასტერპლანზე ან გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და ჩვენი გუნდი თითოეულ პროექტს, მის გეგმებსა და მასალებს დეტალურად გაგაცნობთ.





