არქიტექტორი
Khmaladze Architects არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის თბილისური სტუდიაა, რომელიც სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპოლოგიის პროექტებზე მუშაობს: მრავალფუნქციური კომპლექსებიდან, სასტუმროებიდან, რესტორნებიდან და ოფისებიდან მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელ შენობებსა და კერძო სახლებამდე. სტუდიას რამდენიმე რთული პროექტი აქვს დასრულებული და მაღალი რანგის საერთაშორისო ჯილდოები აქვს მოპოვებული. დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი გიორგი ხმალაძე სტუდიის დაარსებამდე, 2010 წლამდე, მილანში Architetto Michele De Lucchi-სთან და საქართველოში დამოუკიდებელ არქიტექტორად მუშაობდა, 2012 წელს კი ჰარვარდის დიზაინის სკოლაში (Harvard GSD) არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი მიიღო. შერჩეულ ნამუშევრებს შორისაა მესტიის აეროპორტი, თელავის აეროპორტი და Meama-ს ყავის საწარმო.
სტუდიის ვებგვერდი · giorgikhmaladze.com




