არქიტექტორები
MUA – Architecture & Placemaking თბილისური ოფისია, რომელსაც არქიტექტურის, ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან გოგიკო საყვარელიძე, Studio Rooms-ისა და Architects of Invention-ის თანადამფუძნებელი, და დევი ქიტუაშვილი, Fabrika Tbilisi-ს დამფუძნებელი და ბრენდ-დირექტორი. MUA-ს მიზანი ადამიანზე ორიენტირებული, ინდივიდუალური დიზაინია, რომელიც სივრცეს ადგილად აქცევს. ოფისს პროექტები აქვს საქართველოში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ალბანეთსა და გერმანიაში, კლიენტებს შორის არიან Hilton, Rotana, Holiday Inn და Silk Road Group, პარტნიორებს შორის კი Chapman Taylor, Arup და Buro Happold.
სტუდიის ვებგვერდი · mua.ge




