
Khmaladze Architects არის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია, რომელიც სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპოლოგიის პროექტებზე მუშაობს. სტუდიის პროექტები მოიცავს როგორც კომპლექსურ მრავალფუნქციურ განაშენიანებას, სასტუმროებს, რესტორნებსა და საოფისე სივრცეებს, ისე მაღალი სიმჭიდროვის საცხოვრებელ შენობებსა და კერძო სახლებს.
სტუდიას წარმატებით აქვს განხორციელებული არაერთი რთული პროექტი და მოპოვებული აქვს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოები.
დამფუძნებელი
გიორგი ხმალაძე არის თბილისში (საქართველო) დაფუძნებული სტუდია Khmaladze Architects-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
კომპანიის დაარსებამდე (2010 წელი) იგი მუშაობდა მილანში, არქიტექტორ მიკელე დე ლუკის (Architetto Michele De Lucchi) სტუდიაში, ასევე დამოუკიდებელ არქიტექტორად საქართველოში.
გიორგიმ არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი (M.Arch) 2012 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის უმაღლეს სკოლაში (Graduate School of Design) მიიღო.