

Salt Projects არის სტუმარმასპინძლობის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში, ევროპაში, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. თანამშრომლობს არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, დეველოპერებთან, ინვესტორებთან და ოპერატორებთან ერთად ქმნის სასტუმროებს, კურორტებს, რესტორნებს, საწევრო კლუბებს, მულტიფუნქციურ სივრცეებსა და რეზიდენციებს სტუმარმასპინძლობის კომპონენტით.
Salt Projects-ის სამუშაო პროცესი პროექტის პირველი სტუმრის მიღებამდე დიდი ხნით ადრე იწყება: სტრატეგიული პოზიციონირება, კონცეფცია, ოპერაციული დაგეგმვა, გასტრონომიის სტრატეგია, ოპერატორის შერჩევა, pre-opening და გრძელვადიანი ოპერაციული მოდელი - კომპანია პროექტს იდეიდან რეალიზაციამდე მიჰყვება. წარმატებული ადგილი, Salt Projects-ის ხედვით, არქიტექტურაზე და დიზაინზე მეტია - მისი საფუძველია იდენტობა, რომელიც იბადება კულტურიდან, გარემოდან და მასში მონაწილე ყველა ადამიანისგან.
სტანდარტული მოდელების გამეორების ნაცვლად, თითოეულ პროექტში Salt Projects წინ წევს მის უნიკალურობას. ჰოსპიტალითი აქ ცალკეული სერვისი კი არა არამედ, ეკოსისტემაა, სადაც დიზაინი, ოპერაციები, პროგრამირება, გასტრონომია, კულტურა და ბიზნესსტრატეგია ერთიანდება. შედეგად იქმნება ადგილები, რომლებიც ავთენტურია, ეკონომიკურად მდგრადი და უძლებს დროს. ისეთი სივრცეები, რომლებიც ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ვიზიტორებისთვის ისე სტუმრებისთვის.
Salt Projects დააარსეს ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ - ორმა პროფესიონალმა, რომლებმაც განსაზღვრეს საქართველოს თანამედროვე ჰოსპიტალითის სახე. 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი დგანან ქვეყნის ყველაზე გავლენიანი “lifestyle” პროექტების მიღმა და არიან Rooms Hotels, Stamba Hotel და სხვა მნიშვნელოვანი ადგილების თანადამფუძნებლები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანეს და მსოფლიო ჰოსპიტალითის რუკაზე დასვეს. 15 წელზე მეტია ვალერი და ლევანი ხელმძღვანელობდნენ Adjara Group-ის განვითარებას, მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტებში Slowness -თან ერთად ევროპასა და აშშ-ში, შემდეგ კი დააფუძნეს საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი.
მათი პარტნიორობა აერთიანებს გამოცდილებას ჰოსპიტალითში, ბიზნესში, დეველოპმენტში, ოპერაციებსა და მმართველობაში.
ამჟამად, Salt Projects-ი ავითარებს პროექტებს საქართველოში, აშშ-ში, იტალიაში და სომხეთში და თანამშრომლობს როგორც ქართველ, ასევე მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, ოპერატორებთან და კრეატიულ პარტნიორებთან. Salt Projects-ი ქმნის სივრცეებს მკაფიო იდენტობით და კომერციული მდგრადობით, რომლებიც გამოირჩევიან აქტუალურობით მრავალი წლის განმავლობაში.